Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

ტრენერმა ქალბატონმა ქეთევან ცერაძემ საფუძვლიანად შეგვასწავლა თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლიგიები სასწავლო პროექტების დროს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
 ამ ტრენინგმა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და გაგვიადვილა  მისი დახმარებით პროექტების განხორციელება. დიდი მადლობა ქალბატონ კეთევანს.

მეცხრე დღე

დღის გეგმა:
1) გამეორება
2) მუშაობა ბლოგში  (გვერდების ჩასმა)
3) პროექტის პრეზენტაცია
4) ტრენინგის შეჯამება
 5) რეფლექსია

 
გადავხედეთ განვლილ მასალას.ვიმუშავეთ ბლოგებში გვერდების შექმნაზე. თვითეულმა  ტრენინგის მონაწილემ  გააკეთა პროექტის პრეზენტაცია. შევაჯამეთ ტრენინგის ყველა დღე და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ტრენინგის შესახებ.

Saturday, September 13, 2014

მერვე დღე

ტრენინიგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები. და შევქმენით ასევე ნიმუშები მოსწავლეებისათვის. გადავხედეთ პორთფოლიოს  და ავტვირთეთ ბლოგზე.მადლობა კალბატონ კეთის ამ შესანიშნავი ტრენინგისათვის.

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღის გეგმა:
1) წინა მასალის გამეორება.
2) ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
3) ბლოგზე მუშაობა.-გაჯეტები.
4) პროექტის გეგმაზე მუშაობა.
გავიმეორეთ წინა დღის მასალა.შევიმუშავეთ ინდივიდუალური დავალებები მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. შევიმუშავეთ პროექტის გეგმა.

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა პროექტის ბლოგზე მუშაობა.განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომის ნიმუშები და შეფასება.ასევე შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშები.გავაკეთეთ პრეზენტაციის ნიმუში რომელსაც მოსწავლე გააკეთებს.დავათვალიერეთ სხვა პროექტები და გავეცანით მათ შეფასებებს.შევქმენით ახალი სლაიდები და ვისწავლეთ სურათების და დიაგრამების ჩასმა.

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით საავტორო უფლებებს და ინტერნეტ რესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.ასევე ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა.

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. გავეცანით შეფასების სხვსდასხვა მეთოდებს. შევისწავლეთ თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები..გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაცია. აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგში სურათის გადმოწერა.